საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120
Статья 27. (ამოღებულია)
Сравнить редакции
საქართველოს 20071. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის მიზანია შემოწმდეს ლიცენზიის პირობებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვის, მისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მდგომარეობა. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობა, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულებას და უფლებას აძლევს მას გასცეს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციასა და აკრედიტაციას ატარებენ ამ კანონით განსაზღვრული და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები. 4. საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციისა და აკრედიტაციის პირობები, ვადა და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი დებულებით. 5. ვადა ერთმანეთის მომდევნო ატესტაციებს შორის არ უნდა აღემატებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეული საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შესრულების ვადას. 6. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ატესტაცია ტარდება ექვსი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს იმავე სასწავლო წლის 28დასრულებამდე, მარტისთუ კანონიმოთხოვნა №4531-სსმწარდგენილი I,იყო №15,სასწავლო 23.04.2007წ;წლის მუხ.120დასრულებამდე სამი თვით ადრე მაინც. 7. ატესტაციის შედეგად დადებითი დასკვნის მიღებისას საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა სახელმწიფო აკრედიტაციის მოწმობა, რომელშიც აღინიშნება, რა სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის, რა აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და რომელი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს მას. 8. ატესტაციის შედეგად უარყოფითი დასკვნის მიღებისას საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ხელახალი ატესტაციის ჩატარება მოითხოვოს დასკვნის მიღებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ და იგი უნდა ჩატარდეს იმავე სასწავლო წლის განმავლობაში, თუ სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვე მაინც არის დარჩენილი. 9. თუ ამ კანონით განსაზღვრული და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე განათლების სისტემის მართვის ორგანომ არ უზრუნველყო ატესტაციის ჩატარება ამ მუხლით დადგენილ ვადებში, ჩაითვლება, რომ ატესტაციის შედეგი დადებითია. 10. ამ მუხლით დადგენილი ატესტაციის ხარჯებს იხდის საგანმანათლებლო დაწესებულება. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების გეგმური ატესტაცია ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე. 11. სახელმწიფო სტანდარტის შეცვლისას შეიძლება დადგინდეს აკრედიტაციის ხელახლა მიღების აუცილებლობა. 12. სახელმწიფო აკრედიტაციის გაუქმება ხდება: ა) ლიცენზიის გაუქმებისას; ბ) იმ პროფესიის ან სპეციალობის გაუქმებისას, რომლის მიღებაც დასტურდებოდა მისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით; გ) თუ ატესტაციის ჩატარებისას მიღებული უარყოფითი დასკვნიდან ერთი წლის შემდეგ ჩატარებული სავალდებულო ატესტაციის დასკვნა კვლავ უარყოფითია.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
