საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 126. სხვა დოკუმენტები
1. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისაგან.
2. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ანდა ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუკი დაცულია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.
3. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაც, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისებები აქვს.
4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუ ეს საქმისათვის საზიანო არ იქნება. თავი XVII მტკიცება
