1.გამომძიებლის მოქმედებისა და გადაწყვეტილების გამო საჩივარი წარედგინება შესაბამის პროკურორს.
2.პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან ან ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
