საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 348. საგნის წარდგენა ამოსაცნობად
1. ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა.
2. თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
3. ამოსაცნობი საგანი ამომცნობს უნდა წარუდგინონ სხვა ერთგვაროვან საგნებთან ერთად, რომელთა რაოდენობაც სამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს საგანი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშნებით ამოიცნო იგი.
4. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი საგნის ამოცნობისას, რომლის ანალოგიური საგნის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ წარმოდგენილი საგნის (გვამის) მიხედვით.
5. (ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
