საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 378. დადგენილება ნიმუშის აღების შესახებ
Редакция №103 Сверено с действующей редакцией · 14 дек. 2018 г.
ნიმუშის აღების შესახებ გამომძიებელს ან პროკურორს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ნიმუშის ამღები პირი, ის პირი, რომლისგანაც უნდა აიღონ ნიმუში, როგორი ნიმუშებია ასაღები და რა რაოდენობით, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
