საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 397. დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, მოსამართლის ან პროკურორის გვარი, თანამდებობა, ცნობები განსახილველი საქმის შესახებ.
2. დადგენილების (განჩინების) აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება წინასწარი გამოძიების დაწყების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, გამორკვეული გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას.
3. დადგენილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილში ყალიბდება მოსამართლის ან პროკურორის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ქონების ყადაღის გაუქმების, ნივთიერი მტკიცებულებებისა და შეტანილი სამოქალაქო სარჩელის ბედის შესახებ.
4. მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაუშვებელია დადგენილებაში (განჩინებაში) ისეთი ფორმულირების შეტანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პირის უდანაშაულობას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
