1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ჯერ იკვლევენ ბრალდების მხარის, შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თანამიმდევრობით. ბრალდების ან დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის რიგითობას განსაზღვრავენ პირები, რომლებმაც ისინი წარადგინეს.
3.ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, შემდეგ – მოსამართლენი; დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს ბრალდების მხარე, შემდეგ კი – მოსამართლენი.
4.სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილ მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე იკვლევს, შემდეგ – დაცვისა. მოსამართლენი ამ მტკიცებულებათა გამოკვლევაში ბოლოს იღებენ მონაწილეობას.
5.ჯვარედინი დაკითხვის შემთხვევაში ბოლოს კითხვების დასმის უფლება აქვს პირს, რომლის ინიციატივითაც არის გამოძახებული დასაკითხი.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.