1.არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.არავის არ შეიძლება აღეკვეთოს უფლება მისი საქმე განიხილოს იმ სასამართლომ ან იმ მოსამართლემ, რომლის განსჯადობასაც იგი კანონით განეკუთვნება. განსჯადობის კანონით დადგენილი წესის შეცვლა დაუშვებელია.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია საქმეები მის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა კატეგორიის დანაშაულზე, კერძო ბრალდების საქმეები, შუამდგომლობები მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების და მათი ვადის გაგრძელების შესახებ, ასევე საჩივრები გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებებზე და უარყოფილ შუამდგომლობებზე. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან და საპროცესო იძულების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემა, გამომძიებლისა და პროკურორის უკანონო მოქმედებების გამო ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი საჩივრების გადაწყვეტა, გამოძიების ორგანოებისა და პროკურორის მიერ უარყოფილი შუამდგომლობების განხილვა იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება წინასწარი გამოძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2 1 . ამ კოდექსის LXIV 1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სასამართლო წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.
3.სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სააპელაციო საჩივრები მის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
4.(ამოღებულია).
5.ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების განსჯადია სააპელაციო საჩივრები მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ პირველი ინსტანციით გამოტანილ განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. 5 1 . (ამოღებულია). 5 2 . სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი – გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას. 5 3 . საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საკასაციო საჩივრები საქართველოს სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა პალატების მიერ გამოტანილ განაჩენებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, საჩივრები კანონით გათვალისწინებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, პრეიუდიციასთან დაკავშირებული და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა.
6.სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ არსებობს დანაშაულთა ან ერთი დანაშაულის ეპიზოდთა ერთობლიობა, – ყველაზე მძიმე დანაშაულის ან დანაშაულის ეპიზოდის ჩადენის ადგილის მიხედვით.
7.ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პროკურორის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის ან საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით.
8.(ამოღებულია).
9.თუ სასამართლო ან მოსამართლე დაადგენს, რომ შემოსული საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მისი განჩინებით (დადგენილებით) საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით.
10.განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს მოსამართლე დასაბუთებული დადგენილებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №308 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.103 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284
Изменения, которые прошла эта статья
Article 48 adds a provision for cases under Chapter LXIV.1 (likely dealing with specific types of offenses) to be tried by the court at the location where the preliminary investigation concluded; it also modifies appeal rules for crimes not punishable by imprisonment.
акт об изменении №22162Specifies timeframe for court session commencement after indictment.
акт об изменении №31054Clarifies how changes in the Criminal Procedure Code affect existing legal proceedings.
акт об изменении №29152Expands the jurisdiction of District/City Courts to include private prosecutions, motions related to constitutional rights & investigative actions, and complaints against investigators/prosecutors.
акт об изменении №26650Adds 'Ministry of Defence of Georgia' to jurisdictional scope; removes redundant phrasing regarding government members.
акт об изменении №12046Specifies that cases involving serious crimes (listed in the amendment) fall under the jurisdiction of higher courts in Abkhazia, Adjara, Tbilisi, and Kutaisi. It also expands the list of officials whose actions, if criminal, are tried by the Supreme Court.
акт об изменении №28714The amendment specifies which types of criminal cases fall under the jurisdiction of the Supreme Court and High Courts, detailing specific articles of the Criminal Code related to those crimes.
акт об изменении №30454Specifies that higher courts have jurisdiction over a detailed list of serious crimes, including those committed by specific public officials and also cases investigated by the Financial Police
акт об изменении №13444Specifies that higher courts have jurisdiction over a detailed list of serious crimes, including those previously investigated by various agencies, and now includes cases involving prosecutors, advocates, investigators, etc.
акт об изменении №13090The reference to sections 2-6 of Article 214 replaces the previous reference to sections 2-5.
акт об изменении №17104Article 660: Modifies wording related to investigators and courts issuing rulings.
акт об изменении №16990Unspecified change.
акт об изменении №11614Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.