საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 480. არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა
1. 14 წელზე ნაკლები ასაკის მოწმეს არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თავის არიდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. იგი პირობას დებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.
2. 16 წლამდე ასაკის მოწმე დაკითხვის დამთავრებისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზიდან უნდა გაიყვანონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასამართლო, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს დარბაზში მის დარჩენას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
