საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
2. საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.
3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.
5. (ამოღებულია).
6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29
