Статья 37. რისკის ფონდის სახსრები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ შეიძლება გასცეს არც ერთი სახელმწიფო გარანტია, თუ რისკის ფონდში არ არის განსაზღვრული და გადარიცხული სახსრები, რომლებიც საკმარისი იქნება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფინანსური რისკის დასაფარავად.
2. ყოველ სახელმწიფო გარანტიაზე რისკის ფონდის სახსრებს შეიძლება ჰქონდეს ორი შესაძლო წყარო: ა) საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და რომელთაც აქვს მუდმივი ასიგნება; ბ) ფულადი სახსრები, გადარიცხული ეკონომიკური აგენტების მიერ მიღებული გარანტიებისათვის, რომლებიც შეადგენს გარანტირებული კრედიტის ძირითადი თანხის არანაკლებ 5 პროცენტს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
