1.თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები.
2.თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.
