საარჩევნო ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოქალაქის საარჩევნო ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოტყუებით, მოსყიდვით, მუქარით, ძალადობით ან სხვა გზით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღისა თუ საბრძოლო მასალის გამოყენებით, აგრეთვე მოქალაქის ქონების დაზიანებით ან განადგურებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.
მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
Статья 139. მოქალაქის
Редакция №0 Сверено с действующей редакцией · 30 сент. 1992 г.




