„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Статья 20. ბავშვის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შვილად აყვანის შემთხვევაში
ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია და მას შვილად აიყვანს საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), მშვილებელის (მშვილებელთა) შუამდგომლობით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას. ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მშვილებელთა ერთობლივი შუამდგომლობით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას . საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22
