„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Статья 44. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემენ სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურები.
2. სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას და პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 1997 წლის 1 ოქტომბრის კანონი №893-პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997წ., გვ.5 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2622-სსმI, №3, 16.012006წ., მუხ.15 საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342
