1.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის არსებობას.
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან.
3.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
4.

