Статья 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან/და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. თავი VII. უმაღლესი განათლების საფეხურები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
უმაღლესი განათლების შესახებ
