საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ.
Статья 46^2. (ამოღებულია)
Сравнить редакции
1. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. 1 1 . მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულის გავლის შემთხვევაში პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკადემიურ ხარისხთან ერთად ენიჭება სპეციალური მასწავლებლობის უფლება, რაც აისახება დიპლომის დანართში. 2. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს. 3. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ მოდულს; ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს; გ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს; დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს. 4. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა) უნდა მოიცავდეს: ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს; ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს; გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს; დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს; ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებისა და მათი მოდულების კრედიტების რაოდენობა შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით დგინდება. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. მუხლი 46 3 . ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 1. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა , რომელიც სრულდება ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით . 2. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს. 3. ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. მუხლი 46 4 . ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 2. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში. 3. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სამინისტრო. 4. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი , რომელიც პირს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას ანიჭებს . საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
История этой статьи· 1
Изменения, которые прошла эта статья
Article repealed – no impact.
акт об изменении №6778756
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
