საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 211. აქტივების ღირებულება
1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი .
2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ნაწილებს შორის. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
