1.დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს.
2.ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე ან/და დასაბეგრ დროებით იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, დასაბეგრ იმპორტში ან საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის.
3.(ამოღებულია).
4.დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს: ა) მსუბუქ ავტომობილებზე, გარდა იმ პირების მიერ შეძენილი მსუბუქი ავტომობილებისა, რომელთა ძირითადი საქმიანობაა მსუბუქი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, ლიზინგით გაცემა, გაქირავება, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირის შემოსავლები მხოლოდ ავტომობილით მომსახურებაზეა დამოკიდებული; ბ) საქველმოქმედო ან სოციალური მიზნით გასართობი ღონისძიებებისათვის ან წარმომადგენლობითი ხარჯებისას გადახდილ დღგ-ის თანხებზე; გ) ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით იმ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილ დღგ-ზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების საწარმოებლად, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი შემდგომი მიწოდება; დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას; ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა გამოწერილი არ არის დღგ-ის გადამხდელის (გამყიდველის) მიერ ან მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში.
5.თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებული იქნა განთავისუფლებულ ოპერაციებში ან იმ ოპერაციებში, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშ-ნული შემთხვევებისა), ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას ჩასათვლელი დღგ-ის თანხის იმ ნაწილზე და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. თუ შეუძლებელია ასეთი გამიჯვნა, დღგ-ის გასაუქმებელი თანხა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის პროპორციულად.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ის აღსადგენი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში წლიური დასაბეგრი და განთავისუფლებული ოპერაციების ან იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით.
7.ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, თუ ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში გადაცემიდან 4 კალენდარული წლის განმავლობაში პირის დასაბეგრი ოპერაციების ჯამი მეტია განთავისუფლებული ოპერაციების ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საწარმოს მიწოდებისა და ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა), ჯამზე, პირს უფლება აქვს მთლიანად ჩაითვალოს ამ ძირითად საშუალებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ შემდგომ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენის გარეშე.
8.ამ მუხლის მე-5–მე-7 ნაწილებით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ გათავისუფლებული ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.
9.ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქონლის ჩამოწერის შემთხვევაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1021 - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.11 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
