1.სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს, თუ საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა სხვაგვარად შეუძლებელია.
3.საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისას საოქმო ჩანაწერში მიუთითებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
