1.საკონსტიტუციო სასამართლოში მოწმეთა გაფრთხილება, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების გამოყენება და მტკიცებულებათა გამოკვლევა წარმოებს კანონით დადგენილი წესით.
2.საქმის განხილვისას წესრიგის დამრღვევ პირს სხდომის თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას. წესრიგის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევი პირი სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს სხდომათა დარბაზიდან, რაც არ აბრკოლებს საქმის განხილვა-გადაწყვეტას. პირი სხდომიდან გაძევებულად ითვლება სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა. მხარის გაძევების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ მხარეს თავად მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17
