კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Статья 14. სამეთვალყურეო საბჭო
1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი რეგულირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით.
2. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღმასრულებელ ფუნქციებს არ უნდა ასრულებდეს.
3. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს არაუმეტს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.
4. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის შესაბამისად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის ნებადართულია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურება.
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოს წევრობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.
