„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 16. დაცული ტერიტორიის დამხმარე (ბუფერული) ზონა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის, დაცული ლანდშაფტის გარშემო საჭიროების მიხედვით, ხოლო ბიოსფერულ რეზერვატში სავალდებულოდ იქმნება დამხმარე (ბუფერული) ზონები.
2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1027 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
