კანონის ეს მუხლი აზუსტებს ზოგიერთ საკითხს: ა. სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული მთელი პერსონალის, ყველა სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობისა და სხვა ქონების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და გასვლის შეუზღუდავი უფლების რეალიზაციისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო და საიმიგრაციო კანონმდებლობის ყველა პროცედურა. ბ. ნავთობკომპანიის მიერ თავისი უფლებების, ვალდებულებებისაგან გათავისუფლებისა და სარგებლის მიღების უფლებათა ყველანაირი გადაცემა, რაც გათვალისწინებულია ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებით, შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, რომ მიმღებმა უნდა იკისროს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მოვალეობები. გ. ის ცვლილებები, რაც ამ კანონის მიღების შემდეგ უნდა შევიდეს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასა და საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში, იმ მხრივ, რომ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების დებულებები შეესაბამებოდეს ზემოხსენებულ კანონებს, ძალაშია „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
