1.ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია: ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში; გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.
2.ცილისწამების შესახებ სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ასეთი გარემოებების დადასტურებისას სასამართლოს გამოაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული განჩინება, რაც არ იწვევს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.





