1.ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.
2.ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შემზღუდველი კანონი უნდა იყოს: ა) პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; ბ) კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; გ) არადისკრიმინაციული; დ) პროპორციულად შემზღუდველი.




