1.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
2.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საპარლამენტო მდივნის დანიშვნა და განთავისუფლება ფორმდება პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
