ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1819-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.158 საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2561-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.182 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401
Статья 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები
Редакция №33 Сверено с действующей редакцией · 10 дек. 2025 г.
