Статья 52^6
1. ამ თავით გათვალისწინებული წესით დამტკიცე-ბული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუ-ცია და პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს კანონპროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლი-კის კონსტიტუციას, პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმათა იგივე რაოდენო-ბა, რაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტისთვის არის დადგენილი. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირვანდელ რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკ-ლებ სამი მეხუთედისა.
4. თუ პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტის მიერ სრულად იქნება გაზიარებული, პარლამენტი 5 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნათა გათვალისწინებით 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის ორი მესამედით. თუ პრეზიდენტის შენიშვნები სრულად იქნება გაზიარებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 5 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საბოლოო რედაქციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ. პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი 5 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
