1.საქართველოს სახელმწიფო და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაიშვას გამონაკლისი ამ მოთხოვნიდან.
2.ეს წესი მოქმედებს საქართველოს იურიდიულ პირთა მიერ უცხო სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროსაც.
