საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ
Статья 16. დავის გადაწყვეტის წესი
1. დავა უცხოელ ინვესტორსა და საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს შორის წყდება მხარეთა შეთანხმებით დადგენილი წესით ან საქართველოს სასამართლოში.
2. დავა უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის, თუ მისი გადაწყვეტის წესი არ არის განსაზღვრული მათი შეთანხმებით ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოში.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული, მხარეთა მიერ შეთანხმებული ან საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესაბამისი დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებები საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მათ აღსრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1539 - სსმ I, №23, 10.08.2009 წ., მუხ.130
