Статья 16. გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში
1. „ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოში დადგენილია გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადები.
2. ამ გადასახადების სტრუქტურა, ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად დგინდება საქართველოს კანონით.
3. გადასახადების გადახდა საქმიანობის სუბიექტს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. მუხლი 17. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა 1. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა.
2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობებს და გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სამართლებრივ რეჟიმს ადგენს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №245 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გარემოს დაცვის შესახებ
