1.საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე შეიძლება გამოიხატოს: ა) ხელშეკრულების ხელმოწერით; ბ) ხელშეკრულების შემადგენელი დოკუმენტების (ნოტების) გაცვლით; გ) ხელშეკრულების რატიფიცირებით; დ) ხელშეკრულების დამტკიცებით; ე) ხელშეკრულებასთან შეერთებით; ვ) ხელშეკრულებაზე თანხმობის ნებისმიერი სხვა ურთიერთშეთანხმებული საშუალების გამოყენებით.
2.საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. თავი II. საერთაშორისო ხელშეკრულების დადება






