1.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით ( გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა), მინდობით აღსაზრდელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/ სკოლაში, პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა. ბავშვის გადაუდებელი მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით.
3.ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს: ა) მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს; ბ) მინდობით აღმზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს; გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს; დ) მინდობით აღსაზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს; ე) მხარეთა პასუხისმგებლობებს; ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.
4.ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.