გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Статья 31. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია მისი ეფექტიანი მონაწილეობა) მონაწილეობა ამ თავით დადგენილი წესით; ბ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროულად, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება; გ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა; დ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის წარმომადგენელთა მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.
