Статья 4
1. საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება აქვთ: ა) საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურს მათი სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო ქვედანაყოფისა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნავად. სასულიერო პირი, რომელიც ახლავს საქართველოს თავდაცვის ძალებს, სარგებლობს ისეთივე დაცვით, როგორითაც სარგებლობს საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი, და უფლებამოსილია იდენტიფიცირებულ იქნეს ემბლემით; ბ) სამედიცინო მომსახურების გამწევ სუბიექტებს, მათ შორის, საავადმყოფოს და სხვა სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებასა და სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც ევალებათ შეიარაღებული კონფლიქტის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს დაჭრილების, ავადმყოფების ან საზღვაო კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა ტრანსპორტირება ან მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა; გ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებასა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურის განკარგულებაში იმყოფებიან და უფლებამოსილი არიან, გამოიყენონ ემბლემა დამცავი ფუნქციით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
