1.სამსახური იცავს უფლების მფლობელის უფლებებს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია რეესტრში.
2.სამსახური უფლებამოსილია დაიცვას უფლების მფლობელის უფლებები ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზედაც, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში.
3.სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებებს იცავს ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებების გამოყენებით.



