საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
Статья 4. საჯარო განხილვა გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას საჯარო განხილვის პროცედურები განისაზღვრება იმ სახელმწიფოსთან შეთანხმების შედეგად, რომლის ტერიტორიაზე დაგეგმილმა საქმიანობამ, ან სტრატეგიულმა დოკუმენტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე ან რომლის გარემოზე შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს საქართველოში გზშ-სადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ ან სგშ-სადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებამ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
