Статья 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მიზანია საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა.
2. ეს კანონი განსაზღვრავს პროფესიული განათლების სისტემის სამართლებრივ ჩარჩოს, ადგენს პროფესიული განათლების სისტემის მართვის პრინციპებს და პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს პროფესიული განათლების სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს.
