Статья 32. კოლეჯის მიერ სხვა იურიდიული პირის დაფუძნება
1. კოლეჯი უფლებამოსილია ამ კოლეჯის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში კოლეჯი უნდა ფლობდეს არანაკლებ 50%-იან წილს/აქციებს.
2. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება უნდა შეთანხმდეს მის დამფუძნებელ ორგანოსთან/ორგანოებთან. თავი X. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი, ქონება, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა
