1.2019 წლის 1 სექტემბრამდე ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.
2.2019 წლის 1 სექტემბრამდე: ა) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „დამსაქმებელი“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს შრომის კოდექსი “ გათვალისწინებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა პირთა გაერთიანებას, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; ბ) ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „“ აღნიშნავს საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს შრომის კოდექსი “ გათვალისწინებულ ფიზიკურ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
