აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Всегда актуальная правовая база
2.საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.
3.საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ან/და მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4.საკანონმდებლო წინადადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას. უმაღლესი საბჭოს ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს, ხოლო სურვილის შემთხვევაში – ფრაქციას), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას.
5.კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას მოწვეულ უნდა იქნეს მისი ავტორი. საკანონმდებლო წინადადების ავტორის კომიტეტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აფერხებს კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვას. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.
6.საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
7.საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი და უმაღლესი საბჭოს მორიგ სესიებს შორის პერიოდი.
8.თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.
9.თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს.
10.საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.
11.საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.