Статья 105. მოქმედების სფერო და მიზანი
1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) მის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებებისა და აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე გამოყენებული არ ყოფილა; გ) მის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას.
3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
