Статья 114. პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. პროცედურის მფლობელის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალურ პროცედურაში მოქცეულ საქონელთან, გარდა ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლისა, შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირს, რომელიც ასრულებს ამ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პირობებს.
2. პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
