Статья 134. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანის პირობები და თავისუფალი ზონიდან გატანილი საქონლის საბაჟო სტატუსი
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონელი შეიძლება: ა) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით ან განხორციელდეს მისი რეექსპორტი; ბ) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე.
2. თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გატანილ საქონელზე ვრცელდება ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლები.
