Статья 154. შემცვლელი საქონლის წინასწარ შემოტანა
1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე მისცეს დეფექტური საქონლის გატანამდე შემცვლელი საქონლის დადგენილი პირობების შესაბამისად შემოტანის უფლება. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ოდენობის გარანტია.
2. დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს 2 თვის ვადაში. ეს ვადა აითვლება შემცვლელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ დეფექტური საქონლის ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში გატანა შეუძლებელია, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ეს ვადა გონივრულ ვადამდე. წიგნი VIII საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავი XXVI. საქონლის გატანასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობები
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
