Статья 174. სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. ნავსადგურის, რკინიგზის სადგურის ან აეროპორტის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
