Статья 36. საქონლის წარმოშობა
1. საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
1. საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
Только для информации — не юридическая консультация.
2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული.
3. საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება: ა) იმპორტის გადასახადის მიზნისთვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა; ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიების განხორციელებისთვის, რომელიც დადგენილია სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. საქონელს მიენიჭება არაპრეფერენციული წარმოშობა და მიიჩნევა იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც: ა) მთლიანად მიღებულია ეს საქონელი; ბ) ამ საქონელმა განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც მის წარმოებაში ერთზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.
5. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.
6. თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეიძლება საქონლის წარმოშობის დადასტურება მოსთხოვოს.
7. თუ საქონლის წარმოშობის დადასტურება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება, გონივრული ეჭვის არსებობისას საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმაში დასარწმუნებლად, რომ საქონლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესაბამისი წესების მიხედვით არის მითითებული.
8. საქართველოში წარმოშობის სტატუსის მქონე საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, აგრეთვე მისი წარმოშობის დადასტურების პროცედურები და წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი VI. საქონლის საბაჟო ღირებულება
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი