Статья 51. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა აკრძალვებისა და შეზღუდვების არსებობისას
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული საქონლის შემოტანისას წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება.
2. საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყალბი ფულის შემოტანისას; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შესაბამისი ორგანოს ზედამხედველობით გამოიყენება სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
